kids.ge logo

კეთილი ჯადოქარი ჯანო

ფავორიტებში დამატება

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თოჯინა, ჯინა მოიტაცა.

- სად არის ჩემი თოჯინა-ჯინა? -ატირდა დარეჯანი. უცებ გაღებული ფანჯარა დაინახა და ყველაფერს მიხვდა.

გოგონამ ახლა კეთილი ჯადოქარი- ჯანო და ზღაპრული ფასკუნჯი დახატა. ჯანო ფასკუნჯზე ამხედრდა და თოჯინა -ჯინას გადასარჩენად გაფრინდა. ჯანო და ჯღუნა ერთმანეთს დიდხანს ეჯაჯგურებოდნენ. ნეტავი, ჯანო გაიმარჯვებდა? დარეჯანს თავის საყვარელ თოჯინას დაუბრუნებდა?

ოთახში ჯაბამ შემოირბინა:

- რას აკეთებ, დარეჯან?

- ზღაპარს ვხატავ..

- აი, შენი თოჯინა-ჯინა! ბაღში დაგრჩენია.

- ჩემი თოჯინა-ჯინა! ჯანომ გადაარჩინა!

- მეზღაპრევ, ახლა სადაა ეგ შენი ჯადოქარი? -გაიცინა ჯაბამ.

- მგონი, ჯუჯების დასახმარებლად გაფრინდა.

დარეჯანის ჯადოსნური ფუნჯი ჯუჯების ხატვას შეუდგა. აი, ერთი ჯუჯა უკვე გაცოცხლდა! გული გაიმაგრეთ, ჯუჯებო, ჯანო თქვენს დასახმარებლად მოფრინავს!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–9
ოპტიმალური ასაკი: 6–8

სხვა მოთხრობები

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მოქნილობა და ადაპტაცია

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს მოქნილობა და ადაპტაცია ცვალებად გარემოებებთან დროის მართვის პროცესში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026