kids.ge logo

გმირი

ფავორიტებში დამატება

პატარა გიორგი ოცნებობს;

- ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი!

- რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რად გინდა?

გიორგიმ ხის ხმალი მოიმარჯვა, ჯოხის ცხენზე შეჯდა და მონდორზე გააჭენ-გამოაჭენა. მინდორი ბაბუაწვერებით იყო სავსე:

- აბა, დამიდექით! ეს მე ვარ-მტრების რისხვა გიორგი! -მოიქნია ხის ხმალი და ბაბუაწვერებს სულ ბღვირი ადინა.

ბაბუაწვერებს შიშის კანკალი შედგათ:

- რას გვერჩის? რა დავუშავეთ?

ბიჭი მინდორში ჯოხის რაშით დაჰქროდა. უცებ ჩრდილში წამოგორებულ თხას დაეჯახა. თხა გაბრაზდა, მაშინვე წამოხტა და ჩვენს გმირს გამოენთო. გიორგიმ რაშიც გვერდზე მოისროლა და ხმალიც, კისრისტეხით მოქუსლა შინისაკენ. ისე ბღაოდა, ციდან მზემაც კი გაოცებით ჩამოიხედა. კიდევ კარგი, ბებო სახლიდან გამოვარდა და ბიჭი სირცხვილს გადაარჩინა. თხამ ამაყად გასწია ჩრდილისკენ, ბებომ კი შვილიშვილი კალთაში ჩაისვა და მოეფერა.

ბაბუაწვერებმა იმდენი იცინეს, იმდენი იხითხითეს, რომ ბუსუსები სულ დაიფერთხეს, მინდორი სულ გადაათეთრეს.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–10
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩადუნელი:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება

მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება, თუ რა სახის აქტივობით დაკავდეს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026