kids.ge logo

სამი გოჭის ამბავი

ფავორიტებში დამატება

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა.

ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა კი პატარა  იყო და  გამხდარი, თანაც ფათერაკების ოსტატი. უფროსი ძმები ამის გამო სულ დასცინოდნენ უმცროსს. 

ბაგი და ბუგი ჯარისკაცობაზე ოცნებობდნენ, ხშირად ჭალაში დადიოდნენ სავარჯიშოდ.  გგონია, ჯარისკაცობა ფათერაკას არ უნდოდა?  გაეკიდებოდა, მაგრამ იმას ვინ გაიკარებდა? ძმები უცებ მიახლიდნენ:

-ფათერაკა, ნუღარ გვაცდენ! შინ დაბრუნდი! ნუღარ გვარცხვენ!

საბრალო გოჭუნა შინ ლასლასით ბრუნდებოდა. დედას შესჩიოდა, ჯარისკაცობაზე გული რომ შესტკიოდა:

-დე, მეც მინდა, ჯარისკაცი გავხდე!

-შვილო, ფათერაკა, შენ ხომ გამხდარი ხარ, სუსტი, უღონო. დედასთან დარჩი, ჩემო პატარავ!

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ტყის მახლობლად მთაში რკო დამწიფდა. ის რკო მუხის ძირას უხვად ცვიოდა. 

დედა ღორს რკო ძალიან უყვარდა, მაგრამ იმას ვინ გაეკარებოდა? მუხასთან ახლოს ტახი სახლობდა,- ჯიჯღინა, ჩხუბისთავი, უზომოდ ხარბი და უზომოდ ავი. ბოროტი ტახი არვის სწყალობდა, ხმამაღლა ჯიჯღინებდა:

-გირჩევთ, ამ ტყეს რომ ახლავე გაეცალოთ, ეს მუხა ჩემია, ახლოს არ გაეკაროთ!

დედა ღორს ეგონა, სავარჯიშოდო, ბაგი და ბუგი ერთხელ რკოს მოსატანად გაიპარნენ.  უშიშრად მიდიოდნენ, მიიმღეროდნენ:

-ახმიანდა განა ბუკი, 

ჩვენ მივდივართ ბაგიბუგით,

ვერ დატკბება ჩვენი ნახვით,

გაიქცევა რადგან ტახი.

ძმებს ფათერაკაც ადევნებოდა. ჭკვიანმა და ფრთხილმა გოჭუნამ ძმებს დაუძახა:

-რომ არ გაიქცეს ტახი,

მაშინ თავს რა ქვას ახლით?

გაბრაზებულმა ძმებმა მაშინვე დასჭყივლეს:

-ფათერაკა, ნუღარ გვაცდენ! 

შინ დაბრუნდი,  ნუღარ  გვაცდენ!

ფათერაკა ძმებს ჩამორჩა, მაგრამ შინ კი არ დაბრუნდა, ტყის ერთადერთ ბილიკზე ორმოს ამოთხრას შეუდგა:

-გამიგია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო. ხერხი ჯობია ღონესაო...

ტყეში კი ირხეოდა მუხა, რკო ცვიოდა უხვად, მაგრამ...ტახმაც გაიგონა თურმე რაკარუკი, გაიშლიგინა ბუჩქებში ლაწალუწით და გაექანა მუხისკენ ბაგაბუგით:

-მე თქვენ გიჩვენებთ სეირს! შეგაწყვეტინებთ ქეიფს!

იმის დანახვაზე ბაგისა და ბუგის ელდა ეცათ, სულ დაავიწყდათ, მამაცი ჯარისკაცები რომ იყვნენ.

-ვაიმე, ეშვებიანი ტახი!

-რა საშინელი ყოფილა! დედააა!

-გავიქცეთ, ბაგი!

-ჰო, გავიქცეთ, ბუგი!

და კისრისტეხით მოკურცხლეს. აი, რას ერქვა ნამდვილი ბაგიბუგი! საშინელი ტახი ძმებს აგერ-აგერ დაეწეოდა.

ტყის ბილიკზე უცებ ფათერაკა დაინახეს:

-გვიშველე, ფათერაკა! საშინელი ტახი მოგვდევს!

ფათერაკამ ისკუპა, ძმებს აეფარა:

-გაჩერდი, ტახო! მე და შენ შევეჯიბროთ, დაგენაძლევები, სირბილში მე გაჯობებ!

-რაო, რა თქვი? თავხედო! ახლავე გიჩვენებ სეირს!-ტახი ახლა  ფათერაკას გაეკიდა.

-რა ვქნათ, ბაგი, შინ გავიქცეთ?-წაიბურტუნა ბაგიმ.

-ძმას გასაჭირში ხომ არ მივატოვებთ?-უპასუხა ბუგიმ.

ფათერაკა ტყის ბილიკზე  ქარივით მიქროდა, -მართლა მარდი და მამაცი, როგორც ნამდვილი ვაჟკაცი.

გოჭუნამ ისკუპა და ბალახ-ბულახით შენიღბულ ორმოს გადაახტა, ტახმა მახე ვერ შეამჩნია, ფიჩხი ლაწალუწით ჩაუტყდა, ორმოში ზღართანით ჩავარდა.

-ეს ხომ მახეა! მახე! ჭკვიან ფათერაკას დახე!-გაუკვირდათ ძმებს.

-მომატყუეს! არ მინდა ორმოში!-ყვიროდა ტახი.

-რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!-დაუძახა ფათერაკამ,-გახსოვს, ყველას რომ იბრიყვებდი? მანდ იჯექი და საკუთარ საქციელზე იფიქრე. დათუნას  ვეტყვით, საღამოს ორმოდან ამოგიყვანს. დაფიქრება კი ნამდვილად არ გაწყენს!

-დაფიქრება არც ჩვენ გვაწყენს,-წაილუღლუღეს ბაგიმ და ბუგიმ,-ფათერაკა, შენ ნამდვილი ჯარისკაცი ყოფილხარ! ბოდიში, ძმაო, თურმე არ გვცნობიხარ! 

ძმები-გოჭუნები მუხისკენ გაიქცნენ, კალათა სულ რჩეული რკოებით აავსეს და შინისაკენ გაეშურნენ. 

მიდიოდნენ, მხიარულად მიიმღეროდნენ:

-ახმიანდა განა ბუკი,

ჩვენ მოვდივართ ბაგიბუგით, 

სამი ძმა და მეგობარი,-

ფათერაკა, ბაგი, ბუგი!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–10
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მაისურაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემები

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს და გადაჭრას პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რუტინის შესრულების დროს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026