kids.ge logo

ვაშლი ხიდან ძირს რატომ ვარდება?

ფავორიტებში დამატება

-ყველაფერი ძირს რატომ ვარდება?  რატომ არ მიფრინავს ზემოთ ან გვერდით? -ალბათ  უკვე ჰკითხე  უფროსებს   და  იმათაც  უცებ გიპასუხეს. მაგრამ ერთ დროს ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცოდა. ისეთმა ცნობილმა ინგლისელმა  მეცნიერმაც კი, როგორიც ისააკ ნიუტონი იყო. მას ამ კითხვაზე  პასუხი ლოყაწითელა, გემრიელმა ვაშლმა აპოვნინა.

ზაფხულის მშვენიერი დღე იყო.  ჩაფიქრებული  ნიუტონი ხეხილის ბაღში დასეირნობდა. ვაშლი უკვე მწიფდა და საამურ სურნელს აფრქვევდა. ზღარბი საქმიანად დასუნსულებდა. აი, ყვითელმა პეპელამ  ჩაიფარფატა. ბეღურამაც  ჩაიფრთხიალა. მარტო მეცნიერს  კი  არ უყვარდა  ვაშლის ბაღში ყოფნა. ნიუტონს თან ჭოგრიტი ჰქონდა, რითაც ხან ცას აკვირდებოდა, ხანაც  მწიფე ვაშლებს.

უცებ ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და მეცნიერს თავზე დაეცა,- სქლად დახუჭუჭებულ პარიკზე.  სურნელოვანი ხილი  ბალახში გაგორდა.  ზღარბი  მაშინვე მისკენ გაიქცა.  ქარმა დაუბერა. ხიდან კიდევ რამდენიმე ვაშლი ჩამოცვივდა, ყველა  ქვემოთ და არა ზემოთ,-ზღარბისა  და ნიუტონის გასახარად. ვაშლებით ორივემ  ჩაიგემრიელა პირი.

უცებ მეცნიერმა იპოვა, რასაც დაეძებდა. ისევ  ვაშლი არ გეგონოს, მან კითხვაზე პასუხი იპოვა. მას შემდეგ ყველამ  იცის, რატომ ვარდება ძირს ვაშლიც და სხვა დანარჩენიც. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწას მიზიდულობის ძალა გააჩნია.  ჩვენი ცისფერი პლანეტა ყველაფერს თავისკენ იზიდავს, მათ შორის ლოყაწითელა ვაშლებსაც.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ყოყოჩაშვილო:


Kids.ge-ს რჩევები

გააცანით ბავშვს ციფრული ხელოვნების ფორმები

გააცანით ბავშვს ციფრული ხელოვნების ფორმები, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ანიმაცია ან ვიდეო მონტაჟი.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026