kids.ge logo

მეკარე

ფავორიტებში დამატება

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭი დილაადრიან ჩადის სტადიონზე.

დღეს ეზოს ფეხბურთის მატჩია, მაგრამ მამუკა არ მოსულა, მისი ოჯახი სხვა ქალაქში გადასულა საცხოვრებლად. ახლა ვინ იქნება მეკარე?

- მე ვიქნები მეკარე, მე! - დაიყვირა მათემ. გუნდის კაპიტანმა ამოიოხრა, მაგრამ რა გაეწყობოდა?

მათემ კარი მართლა მარჯვედ დაიცვა, ერთი ბურთიც არ გაუშვია. მატჩი მისი გუნდის სასარგებლოდ, 4:0 დამთავრდა.

- მეკარემ მოგაგებინათ, თორემ ჩვენ გავიმარჯვებდით, - თქვა მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანმა.

გახარებულმა ბავშვებმა მათე ჰაერში აისროლეს.

- ჩვენი მეკარე დღეიდან მათე იქნება! ის ჩვენი გუნდის წევრი გახდა! -გამოაცხადა კაპიტანმა.

ასე გახდა მათე მეკარე.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–9
ოპტიმალური ასაკი: 7–8

სხვა მოთხრობები

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აფციაური:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ სამეცნიერო ექსპერიმენტები სახლში

ჩაატარეთ მარტივი სამეცნიერო ექსპერიმენტები სახლში, რათა ბავშვმა ისწავლოს ჰიპოთეზების შემოწმება და ანალიზი.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026