kids.ge logo

ვისია ეს სახლი?

ფავორიტებში დამატება

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქოს თვალებია, - ისე იყურებიან, ნამდვილად ვიღაცას ელიან. ნეტავი, ვის?

ქრისტინემ სახლისკენ ხტუნვა-ხტუნვით მიმავალი გოგონა დახატა. გოგონამ სახლთან მიირბინა და შესძახა:

- რა ლამაზი პატარა სახლია! ვისია ეს სახლი?

- მობრძანდი, სალომე, მობრძანდი! - სახლმა კარები ფართოდ გამოაღო, იმიტომ რომ ეს სახლი ამ დახატული გოგონასია.

კარგად დაფიქრდი, სახლში ცხოვრება მარტო გიხარია, თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად? პატარა დახატულმა გოგონამ სალომემ ფანჯრიდან გამოიხედა, პატარა ნამდვილ გოგონას შეევედრა:

- მარტო ცხოვრება ძალიან მოსაწყენია! გეხვეწები, ახლა ჩემი ოჯახი დახატე!

ქრისტინემ თხოვნა შეუსრულა, მთელი ოჯახი დახატა. ესენი არიან: დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა და პატარა ბუთხუზა ძამიკო.

სალომემ კიბე ჩამოირბინა, თავისი ოჯახის წევრებს შეეგება, დედას გულში ჩაეკრა.

- კარგია, რომ მოხვედით! ძალიან მენატრებოდით!

დედას თვალები გაუბრწყინდა:

- მეც მენატრებოდი, შვილიკო! ახლა კი სახლში შევიდეთ!

სახლმა კარები ფართოდ გამოაღო:

- მობრძანდით! სიხარულით იცხოვრეთ!

სახლის ყველა ფანჯარა განათდა. საკვამურმა ბოლი მხიარულად ამოაფუილა, - მამამ ბუხარში ცეცხლი დაანთო. ბუხარში ცეცხლი მშვიდად და ტკბილად მაშინ ღუღუნებს, როცა სახლში ბედნიერი ოჯახი ცხოვრობს.

მოდი, ერთხელაც ჩამოვთვალოთ, ამ სახლში ვინ ცხოვრობს: დედიკო, მამიკო, დაიკო, ძამიკო, ბებია დეა ბაბუა. დაიმახსოვრე, - მათ ერთად ოჯახი ჰქვია.

ქაღალდს თანდათან ღამე ეპარება, სახლმა რატომღაც მოიწყინა. რას წუხს სახლი? -იმას, რომ მას სჭირდება ძაღლიც-მამაცი, ერთგული, -ამ სახლს, ამ ოჯახს რომ უდარაჯოს.

ჩვენმა პატარა მხატვარმა სწორედ ასეთი ძაღლი დახატა. ძაღლმა დაიყეფა:

- ვისია ეს სახლი?

ბავშვებმა ფანჯარა გამოაღეს, აჟრიამულდნენ:

- ჩვენია სახლი! ჩვენია ძაღლიც!

ძაღლს ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ეს სახლი მისიც იყო და ეზო-ყურეს ფხიზელი, კეთილი მზერა მოავლო. დღეიდან ამ სახლისთვის, ამ ოჯახისთვის უნდა ედარაჯა.

ფანჯრები უკვე მიხურეს. ოჯახი მშვიდადაა. აქვთ სახლი, ჰყავთ ძაღლიც, - მათი სიმშვიდის დამცველი.

ძილის დროც დამდგარა. პატარა ქრისტინეს თვალები ელულება. ფერადი ფანქრები მან მაგიდაზე დატოვა, ბრწყინვალე, დახატული მზე ხვალ ამ დახატული სახლის ზევითაც ამოვა და ყველაფერს კიდითკიდე გაანათებს. ცა აქაც ყოფილა!

ეზოში, სახლისგან მარჯვნივ ქრისტინე ხეხილის ბაღს დახატავს, მარცხნივ ნაძვნარს, წინ ყვავილნარს. ასეთ კოხტა სახლში, ასეთ ლამაზ ეზოში ცხოვრება, აბა, ვის არ მოეწონება?

ამ ლამაზი სახლის წინ უამრავი დახატული მგზავრი ჩაივლის, ბევრიც ამოივლის, სახლს შეხედავს და იკითხავს:

- ვისია ეს სახლი? ვისია ეს სახლი?

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 4–8
ოპტიმალური ასაკი: 6–8

სხვა მოთხრობები

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ელექტროენერგიის უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, რომ არ უნდა შეეხოს ელექტრო მოწყობილობებს სველი ხელებით და არ უნდა ჩააგდოს საგნები ელექტრო როზეტებში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026