kids.ge logo

ნაკადულს დაეხმარნენ

ფავორიტებში დამატება

ნაკადული ტყეში მხიარულად მოჩუხჩუხებდა. მისი ნაპირები მწვანე ბალახითა და ათასფერადი ყვავილებით იყო მორთულ-მოკაზმული.

ყველას გულს უხარებდა. მის ნაპირებთან ხშირად ნახავდით წყლის დასალევად მოსულ ტყის ბინადრებს: ქორბუდა ირემს, ოინბაზ ციყვებს, მშიშარა კურდღელს, ჟღურტულა ჩიტუნებს... ფრთაფარფატა პეპლებიც თავს დასტრიალებდნენ.

ერთხელ ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნაკადულმა ძალიან მოიწყინა. გვალვა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ საბრალოს სათავე თითქმის დაუშრა. ახლა ძლივსღა მოჟონავდა, მოწანწკარებდა. არც კი ჩანდა, რადგან მისი სავალი გზა ჩამოცვენილი ფოთლებით, ბალახ-ბულახით იყო ამოვსებული. 

ტყეში უკვე აღარ ისმოდა ნაკადულის მხიარული რაკრაკი. მოიწყინა ირემმა, ატირდა კურდღელი, ციყვებმა ოინბაზობა შეწყვიტეს, ჩიტუნები მიყუჩდნენ, -აღარ მღეროდნენ, ხეებიც აღარ აშრიალებდნენ ტოტებზე სიცხისგან მიმჭკნარ ფოთლებს, არსად ჩანდნენ ფრთაფარფატა, კეკლუცი პეპლები...

-რა გვეშველება უნაკადულოდ!-დარდობდნენ ტყის ბინადრები,-ცივი წყლით გულს როგორ გავიგრილებთ, წყურვილს როგორ მოვიკლავთ, ნუთუ მის ხმატკბილ სიმღერებს ვეღარ მოვისმენთ!

ერთხელ ნაკადულის სათავესთან ტყისმცველი და მისი შვილიშვილი მოვიდნენ. ნიკამ ნაკადულის გასაჭირი მაშინვე თავის მეგობრებს შეატყობინა. ბავშვები დატრიალდნენ,-წყალს სათავე გაუწმინდეს, გაუფართოვეს. ესეც არ იკმარეს, წყლის სავალ გზას თავქვე დაჰყვნენ, დაგროვილი ფოთლებისგან, ბალახებისგან გაასუფთავეს. ნაკადულმა შვებით ამოისუნთქა. 

მეორე დღეს ზაფხულის საამური წვიმა წამოვიდა. წვიმის წვეთებმა გვალვისგან შეწუხებული ტყე უცებ გამოაცოცხლეს, ფოთლებზე ხალისიანად აწკაპუნდნენ. 

ნაკადული მოღონიერდა, წყლით გაივსო, გაიშალა... ტყეში კვლავ გაისმა მისი მხიარული სიმღერა. 

გაიხარეს ტყის ბინადრებმა, სასწრაფოდ ნაკადულს მიაშურეს. წვიმამ გადაიღო. ანკარა ნაკადული ახლა მზის სხივებით ირთვებოდა. ხელს არაფერი უშლიდა, ლაღად მირბოდა, მირაკრაკებდა. 

წყლის საამო რაკრაკი პატარა ნიკამ და მისმა მეგობრებმაც გაიგონეს. მათ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. უხაროდათ, ნაკადულს რომ დაეხმარნენ, ბუნებას ხელი რომ შეაშველეს... 

ნაკადულსაც ძალიან უხაროდა. სულ სიმღერ-სიმღერით, სიცილ-კისკისით მიედინებოდა თავის მშვენიერ გზაზე. 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ მშობლის კონტროლის აპლიკაციები

დააინსტალირეთ მშობლის კონტროლის აპლიკაციები, რათა შეზღუდოთ ბავშვის წვდომა შეუსაბამო კონტენტზე და აკონტროლოთ მისი ონლაინ აქტივობა.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026