kids.ge logo

წყაროს ამბავი

ფავორიტებში დამატება

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე.

- მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი.

- მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე.

- მე კი შრიალა ტყეებით! -ამაყობდა მიწა.

ხმა გოლიათმა მთამაც კი ამოიღო:

- თავს რატომ იქებთ? რა გიკვირთ? ჩვენს დედამიწას ყველა რაღაცით უნდა ახარებდეს.

- მთაო, მუდამ გაუნძრევლად მდგარო, შენ რით გვახარებ? -ყველამ გაიცინა.

მთამ გაიღიმა, გულმკერდი გადაიხსნა და ქვეყანას ანკარა წყარო აჩუქა. წყაროს პაწია ნაკადმა ფერდობი ხტუნვა-ხტუნვით ჩამოირბინა, მთის ძირთან შეგუბდა და აბუყბუყდა:

- გამარჯობათ! გამარჯობათ! ეს მე ვარ! -მთის წყარო!

მთასთან ახლოს სოფელი ყოფილიყო. სოფელს ძალიან გაუხარდა წყაროს დაბადება:

- აბა, წყაროვ, ბროლის წყაროვ, მთის გულმკერდში ნაგუბარო, წვრილ ნაკადად მოწანწკარევ, წყაროვ, სოფლის საფიცარო! წვეთ-წვეთად რას მოგვიყვები? შენ რით უნდა გაგვახარო?

წყარომ თავისი წკრიალა სიმღერა გააგრძელა, საკუთარ თავზე კი არაფერი თქვა. თურმე დედიკო მთამ პირველად ის ასწავლა, რომ კარგი საქმეები ჩუმად, უთქმელად უნდა აკეთო.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–10
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თამლიანი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ დაეხმაროს სხვებს

წაახალისეთ ბავშვი, დაეხმაროს სხვებს, როდესაც მათ ეს სჭირდებათ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026