kids.ge logo

პატარა ნაძვის ამბავი

ფავორიტებში დამატება

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ. 

გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნენ. მეგობარს სევდიანად ეჩურჩულებოდნენ, მაგრამ გამხმარ ნაძვს არაფერი ესმოდა. 

ერთხელ მოვიდა ტყისმცველი და გამხმარი ხე მოჭრა. ხეები მას ცრემლებით გამოეთხოვნენ. უცებ მოჭრილი ხის ადგილას პატარა ნერგი დაინახეს.  მას ტანი დედის  ფესვებიდან  ამოეყარა.  ხეები პატარა ნაძვს სიხარულით მიესალმნენ.

დრო გადიოდა. პატარა ნაძვი ნელ-ნელა იზრდებოდა. ხეები მას თავს ევლებოდნენ,  ცივ ნიავს არ აკარებდნენ.

ერთხელ იმ ადგილას დათუნია ბუთამ ჩამოიარა. დაინახა პატარა ნაძვი და ძალიან მოეწონა. თათები ჩასჭიდა და ნჯღრევა დაუწყო. ხეებს შეეშინდათ:

-რას აკეთებ, დათვო, რას!  ეს ნაძვი ჯერ კიდევ პატარაა...

დათუნიას არაფერი ესმოდა. ახლოს მდგარმა ფიჭვებმა მას სასწრაფოდ გირჩები დაუშინეს. დათვს არ სტკენია, მაგრამ შეეშინდა. ხეები ტოტებს უქნევდნენ, თითქოს რაღაცას ეუბნებოდნენ.  დათვმა ნაძვს ხელი გაუშვა და  სულ ბურდღუნ-ბურდღუნით გაიქცა. 

ხეები დამშვიდნენ, პატარა ნაძვს სიყვარულით  ჩაუშრიალეს:

-ნუ გეშინია, პატარავ, გაიზრდები, მოღონიერდები და დათუნია ვერაფერს დაგაკლებს.

ასეთი დამცველების გვერდით პატარა ნაძვს რა შეაშინებდა! 

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–11
ოპტიმალური ასაკი: 7–10

სხვა მოთხრობები

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: პავლიაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ შეცდომებზე სწავლა

აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომები სწავლის ბუნებრივი ნაწილია და რომ ისინი არ უნდა შეაშინოს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026