ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების საგამოფენო დარბაზი
Project Description
ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების საგამოფენო დარბაზი
Project Dateივნისი, 2018
My Roleგამოფენის ზოგადი კონცეფცია და დიზაინი, არქიტექტურული დიზაინი, გრაფიკული დიზაინი და მულტიმედია
Project Byსაქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქართველოს ეროვნული მუზეუმი, GFA საკონსულტაციო ჯგუფი
Addressდ. აღმაშენებლის ქ. 271 ქობულეთი, საქართველო
ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების საგამოფენო დარბაზი
ტორფის მიწების შესახებ ინფორმაციის მოპოვების რამდენიმე საშუალება არსებობს - ტორფიან ჭაობებში ამოსული მცენარეების დაფები, ასევე წიგნი იშვიათი მწერების შესახებ. სენსორული ეკრანის გამოყენებით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ქობულეთის ტორფის მაცხოვრებლებს.
თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო და ინტერაქტიული სტენდების გამოყენებით ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფიზიკურ-გეოგრაფიულ აღწერილობას, მათ ისტორიასა და მნიშვნელობას, კინტრიშის მცენარეულ ვერტიკალურ ზონებს და ფლორა-ფაუნას.
გამოფენის ყველაზე საინტერესო ნაწილებია ისპანის სფაგნუმის ტორფები და კინტრიშის ტყის განათებული ლაით-ბოქსები. სტუმრებს შეუძლიათ ხის საცალფეხო ხიდის გადაკვეთა ტორფში, საიდანაც ჭაობის ხმები ისმის. ჭაობის ზემოთ ბინა დაუდიათ ფრინველებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი ან დროებითი (სეზონური) საცხოვრებელი ამ მიწებზე.
კინტრიშის სექციის ცენტრალური ნაწილი მთლიანად ეთმობა ტყეების ლაითბოქს, სადაც დამთვალიერებელს შეეძლება წარმოიდგინოს მთიანი აჭარის ტყეები, გაეცნოს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას და მოუსმინოს კინტრიშის ტყის ფრინველებისა და ცხოველების აუდიოჩანაწერებს.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ისპანის სფაგნუმის ტორფთან დაკავშირებული არტეფაქტების ასლები, რომელთა ორიგინალები დაცულია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.
სტუმრებს ასევე შეუძლიათ ნახონ კინტრიშის ტყეში გავრცელებული მწვანილის კოლექცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური ფონდის თანამშრომლის ვალერი პეტროვის მიერ შეგროვებული ჰერბარიუმები, მწერები და თიხის სოკოები.
ექსპოზიციის დასასრულს ვიზიტორებს შეეძლებათ სენსორული ეკრანებით იმოგზაურონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და მიიღონ ინფორმაცია უახლოეს დაცული ტერიტორიების მარშრუტებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ.