kids.ge logo

ბაჭია

ფავორიტებში დამატება
კურდღლის ბაჭიავ პაწია,
ნეტავ თუ იცი რა გქვია?
რად გეძახიან პრანჭიას
ალბათ ქურქი, რომ გაცვია?

შენს გამოჩენას ბავშვები,
მუდამ ღიმილით ელიან,
სტაფილო გიყვარს ჩვენც ვიცით
მებაღებიც ყვებიან.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026