kids.ge logo

ფუტკარი

(ვუძღვნი ს. ამირეჯიბისას)

ფავორიტებში დამატება
სხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს,
დიდონ ლომი ძლირი;
თვალ-მარგალიტით შეამკონ
შვენირება ცბირი.

სხვა არის ჩემი გალობის
და ჩემის ჩანგის საგანი:
პატარა ბუზი… ფუტკარი,
ბის ჭითაგანი.

ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,
ბზულავ, მოუსვენარო,
სამართლობით დევნილო,
სამართლინად მკბენარო!..

სიტკბოს რომ ეძებ სათაფლოს,
მიტომ ხარ მოუსვენარი…
და ვინც ხელს გიშლის შრომის დროს, -
მხოლოდ იმისი მკბენარი.

მაგრამ ქვეყანა უძღები
განა დაეძებს სიმართლეს?
ბნელს შენი სანთლით ინათებს
და ბნელს ჰფენს შენსა სინათლეს.

შენ არ გიკარებს, თაფლს კი სჭამს,
მშრომელის უმადურია…
ღონდ კი დასტკბეს, რას დასდევს,
თუ სიტკბო სადარია?!

და შენ კი, ჩემო ფუტკარო,
არ უსმენ ქვეყნის ჭორებსა,
ერთი უგნური რომ შეთხზავს
და ასი იმერებსა.

მაინც დაბზუი, დაფრინავ,
არც იშლი დროზე კბენასა,
ქვეყანას თაფლუჭს უმზადებ
და სანთელს უნთებ ზენასა…

სარკე და სახე მგოსნობის,
ემბლემაცა ხარ შრომისა, -
შენათხზი სიყვარულისა
და წმინდა გულისწყრომისა.

ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,
ბის მატლო მცირეო!
ჩანგი გთხოვს, მგოსნის სიტყვები
მსხვერპლივით შეწირეო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026