kids.ge logo

აბასთუმანი

ფავორიტებში დამატება
ბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემონათა.
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი
ქერათმინი ექიმი ქალი,
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი
და სანუკვარი სიკვდილის დღემდე…
კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი
მოხეტილე ცხოვრების შემდეგ…
სანთლით შუღამის აკელაპტრება
და გატეხილი სიცხის საზომი…
წევხარ, ოცნებობ და გენატრება.
დაში რომ დგას, ის ხის საწოლი.
განა ოდესმე დამავიწყდება
ბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,
ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,
ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,
მიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი…
მზე ფანჯრებიდან მოპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ასპინძა1 ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. გადაიარ...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026