kids.ge logo

მთათ მითხრეს...

ფავორიტებში დამატება
მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ,
კარგად აგვხედე, ჩაგვხედე;
ჩვენსავით იდეგ მტკიცედა,
ვინძლო აროდეს დაჰბერდე.
ცხოვრება ჭირინია,
ჭირით არ ერთით, ორითა,
შენაც მოგაცხობს ბევრს რასმე,
არ აგაშმოროს შმორითა.
ჩვენ დაგვიძახე მკურნალად,
წამალს მოგაწვდით შორითა.
თასი ვნახეთ ვაბა,
ას-ასჯერ რისხვა ციდამა:
სეტყვა, მეხი და ქარბუქი,
ყინვა, თოვლ-ჭყაპი ღვთიდამა.
დიდმა დარდმა და ვაბამ
დაგვაზინა ვითამა?
ჰხედავთ, რომ გაზაფხულზედა
ღვარები მოჰხეთქს მთიდამა.
გადვიგდებინებთ მაშინა
ყინულის ლოდსა ქედითა,
თუ გუშინ მკვდრადა გვსახავდენ,
დღეს ამდგარნი ვართ მკვდრეთითა;
ბუნებისა ვართ გვირგვინი
შეპოვარის მკერდითა.
აგვიყვავდება გულ-მკერდი,
გავფენთ ქუჩსა და მუროსა;
მშობადი ძალი გულისა
შიგით აგელებს უროსა;
კაცი სად არის, მის ჩქამი
დადგეს და დაიყუროსა.
განა მშობელმა შვილისთვის
უნდა რამ დაიშუროსა?
ნაყოფი გულის ბგერისა
დაგვესახება გარეთა;
დადის ზედ ანუსხველი
ცხვარი და ძროხა მთაზედა;
არჩვთა, შუნთა და ხარ-ჯიხვთა
რქა გადუდვიათ რქაზედა;
კაკბის, შურთხის და როჭოსი
ბონი გვიდგა კარზედა,
გასასუქებლად ლუბ-მჭლენი
აქ მოიბრძვიან მაზედა.
სულ ჩვენს ალერსში არიან
ხშირნი ვარსკვლავნი ცაზედა.
მზე, მთვარე ვერ მოჭირვებს,
შუქი არ დაგვკრან ფხაზედა.
წინათ ჩვენ გვეამბორებენ _
მთებს არ გასცვლიან სხვაზედა.
ხოლო მგზავრობა ვერ ვიცით,
ჩვენ ვერ შავდგებით გზაზედა;
არც ვის უქივართ სიმარდით,
არც ვის მოვწონვართ ხმაზედა.
გვიცნია შეუდრკელობა
მთას დაკერებულს მთაზედა”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026