kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,
ციდამ მანანის დენასა;
ბუნების გამოღვიძებას,
ფრინველთ სამო სტვენასა, -
გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,
დრეს ისევ ვიდგამ ენასა.
ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა
პირად ჭირს, კერძო წყენასა?!
მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა
ან გულზე ჟანგი მდებოდა...
გული აძგერდა სხვარიგად:
ვნახე, ზამთარი კვდებოდა.
მტარვალად გამომცქირალი
მთებზე ყინული დნებოდა;
და ჰა სულ-გულის სიცოცხლე
სამარიდამა დგებოდა!
ყეფებულან ხევები,
ცეცხლს აკვესებენ პირითა:
ვის მუქარაზე მიდიან,
ვის აკვნესებენ ჭირითა?
იქნება მაყრები იყვნენ,
მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?
კართანას უცდის არაგვი
ვეფხვი ალმასის კბილითა:
"მოვიდეს, ვინაც ვაჟია!"
ადრტვინებულა ჟინითა.
როს სცემს სალსა კლდეებსა,
გამაძღრებსა ძილითა.
ამდგარა ამირანიცა,
კლდეში დაბმული ჯაჭვითა.
დაბღუჯია ხმლის ვადა
მოღალავის მაჯითა,
კვლავ სთელავს დედამიწასა
თვალ-გაუწვდენის ლაჯითა;
სისხლს იძევს, ვინაც ტყვების
გმირი აწამა ბაჟითა.
საცა გავხედნებ, ყველგანა
ზღვა მოვარდნილა მწვანისა,
გულისა გამგულებელი,
დამათრობელი თვალისა.
დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
დარდი არა მაქვს ხვალისა.
მაც მომცა სალამი,
დამ კვლავ ძმა იცნო თავისა.
გვერდს უდგა დიკონაი,
როგორ ამაყად ჰყვავისა!..
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვს დავისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026