kids.ge logo

თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო

ფავორიტებში დამატება
თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო
ქედაწვდილებო ზეცადა,
რამ გაგაჩინათ, ნეტარა,
ჩემფერის კაცის ბედადა?!
ხან კი რომ დათოვნებით,
ხან დაგედებათ ნისლიო...

თქვენ როცა გხედავთ, ტივლებო,
მუხლს გიყრით, გული ღონობსა,
თქვენფერად სიმაყესა
გატაცებული გონობსა.
მაშინ კი უფრო მიყვარხართ
როცა ჩამოგდისთ ღვარია,
ქოთობით, ვაი-ვაგლახით,
ისმის ბუნების ზარია.
ნადირნი დაღალულები
კლდის თავებზედა სხდებიან,
თავ-თავქვე ჩამომცქერლები
აქა-იქ იხედებიან,
და კინჭუხებში ვაჟების
თოფნი ლუჭ-ლუჭად ტყვრებიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026