kids.ge logo

დამისხი, დამალევინე

ფავორიტებში დამატება
ჭაბუკობაში ვყვიროდი.
როცა მოვცადე სოფელი,
ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი.
ნუ მისხამ, აღარ მესმევა
კახურის ვაზის ნაჟური!
გულს მიწყალავს, გონებას მირევს
განაგონარი, ნახული.
რაფრად არა ვვარგნილვარ
მშობელი ქვეყნის მსახური.
არმად არ უნდა შამერგოს
დედის რძის მსგავსი კახური?
რამი არი ეგ ღვინოც
ჩემზე, ეს ქუდიც ნახური.
ნუ მასმევ, აღარ მესმევა,
ყელში არ ჩადის, გუბდება.
აღმა წამღები ოცნება
უბსკრულისაკე ბრუნდება.
კაცო, გაგე, ირწმუნე,
გულის ძარღვების ტკრცილი!
რაკი არ იშლი, ამივსე
შხამ-ნაღველითა ფილი.
მას შევირგებ, ღირსიც ვარ
ღირსი, ოხერ-ტიალი!
პურიც წაღეთ, არ მინდა,
რამი არი ჩემზედა:
ვერა ვუშველე მიწასა,
ნეულს, მოსულს ქერზედა,
ჯეილმა ახლა რას ვუშველ?
თმა გამითეთრდა ყბებზედა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...სიტყვა ეულისიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გა...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026