kids.ge logo

კურდღლის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ჩქარა ამწვანდით, ველებო,
ჩქარა ამწვანდი, ჭალაო!
მოღაღანდი, ჯეჯილო,
სად არის შენი ძალაო?
ნათესი პური რა იქნა,
ნეტავ სად დამალაო?
მომწყინდა ხების კორტნა
და პირი დამეღალაო,
თოვლმა, ყინვამ და ქარ-ბუქმა
სულ-გული გამიწყალაო.

შვილები შემომტირიან:
“ძუძუ გვწყურია, დედაო!”
შემზარავს ჩემივე თავი,
ტანზე რომ დავიხედაო:
მარტო ძვალი და ტყავი ვარ,
რძე საით ჩამიდგებაო?
უმწვანოდ მომკლავს სიმშილი,
შვილებიც გამიწყდებაო.
ოჰ, გაზაფხულო, სადა ხარ?
რად იგვინებ, ნეტაო?
გავრეკავ შვილებს საკორტნზე,
ველი რო ამწვანდებაო.
მთვარე ამოვა ცაზედა
და მზე კი დაბრძანდებაო.
ბა სადა ხარ, ჯეჯილო,
სადა ხარ, ველო მწვანეო?!
ცოტადენი წყალობა
ჩვენთვის რად დანანეო?!
ხარე, ჭალავ, მინდორო,
და წვიმით დანამეო;
თქვენა ხართ ჩვენი მშობლები,
გლოცულობთ დღე და ღამეო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026