kids.ge logo

მოლოდინი

ფავორიტებში დამატება
მცირე რამ ნისლის ნაწყვეტი
მთას ეკრა ბუმბულივითა,
ჰშვენოდა ფიქრებში გართვა,
მინდორზედ სუმბულივითა.
მთის წვერებს მოსდევს ნივი
ნადირის სუნსულივითა.
ბუნება ნანობს ცოდვასა,
და სულ-კრულივითა.
- რას უცდი, ნისლო პატარავ,
დაკერებული მთაზედა?
- რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო,
მტერი ჩამიდგა გზაზედა!
როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგან
დამწვარ-დაბუგულს მიწასა?
თავის ძმისწული მოუკლავ
გაბოროტებულს ბიძასა;
მშობლებზედ მეტად სწყენი
გაზდილის ერთგულ ძიძასა.
თვალები მთელის ქვეყნისა
შემომცქერიან თხოვნითა,
გებ როგორმე დავიხსნა
სოფლის ამაგი გოლვითა.
სწორედ ამისთვის დავფიქრდი
და ვეხვეწები ზეცასა:
გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე,
ვეწამლო ქვეყნის კვნესასა;
გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ვაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...დევების ქორწილიღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026