kids.ge logo

იმედი საზიკაული

ფავორიტებში დამატება
ჯავრი ჰკლავს საზიკაულსა,
შადედებული შხამითა,
ცრემლი არ მოსდის თვალებზე,
გვაეჭვინებს ამითა...

რკინის გული აქვს ვაჟკაცსა,
ცრემლს გულსვე ასმევს ჯამითა,
საქვეყნოდ დარდსა არ გაჰფენს,
მონადუღარს გვამითა!
ვაჟს სიბრალული არ უნდა,
არც ვის გენუკავსთ ამისად...
დრო-და დრო ამოიხვნეშებს
მანუგეშებლად თავისად.
შაბურება ნაღვლითა,
როგორც მყინვარი ნისლითა,
ამშვენებს თავსა, ვით მოყმე,
მტერზე ხმალ-და-ხმალ მისვლითა.
სოფლისა, თემის ავ-კარგი
კვლავც უტარებავ კისრითა;
ბევრს არი გადმონაყარი,
ეხლაც გულმაგრობს იმითა.
- მტერს ხომ არ დამარცხებავ,
სირცხვილი შაუჭმევია?
იქნება გმირი უებრო
ურჯულოს დაუძლევია?
ტყვედ მის ცოლ-შვილი წაუსხამ,
სახლ-კარი დაუქცევია?
საზიკარის ქავ-ციხეც
დაუშლავ, დაურღვევია?
- ძმობამ, ჯერ წარბი იმისთვის
რავის შაურხევია!
- მაშ რა ახვნეშებს ვაჟკაცსა?
რად ზის კარ-დაკეტილშია?
ხმას აღარ იღებს, ერთთავად
ყალინი სჩრავ პირშია?
ღარც საგლოვოდ სამ მიდის,
ღარც გვინახავ ლხინშია?!.
სულ მუდამ როგორ ვავლიოთ
ლაშქრობა-გასაჭირშია?!
იქნება სიზმარი ნახა,
ლიშან დაუდგა ცუდია -
ეზმანა, ბედი ფშავისა
სამარის კარსა ჰყუდია?
იქნება შვილი მოუკვდა,
ნასახელარი გუტია?
- შვილიც მთელი ჰყავს, დედაცა,
ციხეც ყელმაღლობს ისევა,
გებულს მწვანის ლოდებით,
ვერ ჰზარავს მტრების მისევა.
- რად ჰმალავს ვაჟკაცის დარდსა,
გვითხარ, რად სტირის, რაზედა?
ვაჟკაცის დარდის შატყობა
სხვასაც მაიყვანს ჭკვაზედა!..

- შვილს ვინ ახსენებს, ან ცოლსა?
მეტი დარდი აქვს მაზედა:
ცხენი მაუკვდა ლურჯაი,
ღარა ჯდება სხვაზედა.
ხატში მით აღარ მოვიდა,
ღარ ჩამოჯდა ჯარზედა.
რით-ღა წავალის ლაშქარსა,
ლეკებს რით გაჰყვეს კვალზედა?
ვინ-ღა შააშრობს ტყვეებსა
ცრემლს, ჩამომდინარს თვალზედა?
დაჩაგრულების საშველად
ხელს ვინ დადებს ხმალზედა?!
ცხენს გათხარა სამარე,
დამარხა თავის ხელითა,
დაულბო ლურჯას ლოგინი
მომსქდარის ცხარის ცრემლითა.
არ გაჰხდის სვავთა საჭმელად,
ყორნების საწიწკარადა
ნიავ-ქარივით მორულს
როგორც მთას, ეგრევ ბარადა,
ხშირ-ხშირად მხედრის მიმტანსა
ვის დაღისტნის კარადა.
ცხენს გლოვობს საზიკალი,
მიტომ არის ავადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026