kids.ge logo

პასუხად

(განდეგილს და შიო მღვიმელს)

ფავორიტებში დამატება
კარგებო, თქვენი ძახილი
ბარით შამესმა მთაშია,
ფეხის ფრჩხილებში გაჟონა
ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია;
ძვირფასს მაწყებთ ამბავსა,
ჩამოვარდნილსა ხალხშია:
“გაუმთელდაო წყლულები
არწივს, დაკოდილს მხარშია”.
დაფანტია ფრინველნი
მომაგრებულსა მკლავშია,
რომ დაჰსედენ უმსგავსნი
ღალატით დაჭრილს გზაშია.
“უჭირველივით ყაშყაშებს,
ცხადად ვცანითო ხმაშია.”
კეთესს ვინ რას მახარებს,
თქვენ გენაცვალეთ თქმაშია!
გავსეთ ია-ვარდითა,
დაბერდით იმის თვლაშია!
წყავდეთ და ვერ უდიდეთ,
ოფლი გდიდესთ წყვაშია!
სე სცურავდეთ კეთილში,
ვით კოვზის პირი ზღვაშია!
ერთი ათასად გარდვიქე
მხედველობაში, ჯანშია:
ყორნის ფრთა-ბოლოდ ქცელა
თეთრი, ნარევი თმაშია,
მოხუცი კაცი ჯელად
ჩავუწერივარ ცაშია.
აწ გლოვა აღარ მჭირდება,
ღარც დამალვა სახლშია.
ერთი რამე მაქვ სათქმელი,
იქნებ დაგიჯდეთ ჭკვაშია:
მკერდში არავინ დაგვიჭრას
გმირი, დაჭრილი მხარში
და დღეს კი გამოჩენილი;
ჭკვა მოვიგროვოთ თავშია,
არ გადამექცეს არმადა
სიცოცხლე მთა და ბარშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...ქეიფიდამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავ...ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026