kids.ge logo

ობოლი

ფავორიტებში დამატება
“აღარც დედა მყავს, არც მამა,
ღარც ძმა, აღარც ბიძები,
სულ დამელია თვის-ტომი,
ტყის ნადირივით ვიზრდები.

ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,
ნამტირალევი, მშირი,
მუხთალი რამა ყოფილა
წუთისოფელი ცბიერი!”

მას ფიქრობდა ობოლი,
მიდ-მოდიოდა ველზედა;
აშტერდებოდა ყვავილებს
მტირალი თავის ბედზედა.
მოფრინდა ჭრელი პეპელა,
ბოლს დააჯდა ხელზედა.

მოუყვა: “დაო პატარავ,
ვიზედა სტირი? რადაო?
მეც ობოლი ვარ, გენაცვა,
თუმცა მშობლები მყავდაო;
ღარავინ მყავს მოწყალე,
გამიქრა, დამეკარგაო.
მაგრამ არ ვსტირი, ვნავარდობ;
ტირილი რაში ვარგაო?
მზეს ვუჭვრეტ, ვსუნავ ყვავილებს:
ას, ყაყაჩოს, ვარდსაო!
ბულბულის სტვენას ყურს ვუგდებ,
მითი ვიქარვებ დარდსაო.
ობლებს ტირილი რას გვიშველს,
რას შევეყრებით კარგსაო?
მოდი, პეპელად იქეცი,
ვიფრინოთ მთა და ბარსაო!”

იმ დროსვე გამოცუნცულდა
ჯაგიდან კურდღლის ბაჭია:
- “რამ შეგაშინა, დობილო,
სახე რად დაგიპრანჭია?
სამ დღეს მივლიდა მშობელი,
მას შემდეგ სადღაც გამიქრა.
ბნელაში დავრჩი, ვტიროდი,
რაკი სანთელი ჩამიქრა.

მაგრამ არ მოვკვდი, ხომ მხედავ?”
ბაჭიამ კისერს ასწია,
აწკაპუნებდა ყურებსა,
თან ტიკტიკობდა პაწია:
- “უდედოდ გამოვიზარდე,
მოვლა ვისწავლე თავისა,
ბალახის ძოვა, წყალის სმა,
მტერზედ დაჭყეტა თვალისა.
მეც ობოლი ვარ თქვენსავით,
მშობელი აღარ მყავისა!
ვენაცვალები მინდვრებსა,
ყურეთ, როგორ ჰყვავისა!

ნაირ-ნაირი ბალახი,
ნაირ-ნაირი ხმებია.
შევერთდეთ, დავუკავშირდეთ
ერთმანეთს, როგორც დებია.
შენც იქ დაგაწვენ, დობილო,
ბექობში, საცა ვწვებია.
არ გირჩევნია ჩემთანა,
რომ მუდამ მარტო ჰრჩებია?
გიშოვი საზრდოს უხვადა,
რითაც მე ვიკვებებია.
რა გინდა, აბა, სოფელში,
დახვალ, ტირილით ჰკვდებია?!”

ბოლი მისდევს ბაჭიას,
წინ მიუძღვება ყურ-ცქვიტა.
ვნახოთ, სოროდან თაგუნამ
თვალები გამოჭყიტა.

- “მეც თქვენი ძმა ვარ, მიმიღეთ, -
მისწრუწუნებდა მგზავრებსა, -
მეც ობოლი ვარ, თქვენს მეტი
რავინ დამიზავებსა!”

მოფრინდა ბერი ქედანი,
ბოლს დააჯდა მხარზედა,
ჩასჩურჩულებდა ყურში
რაღაცას ტრედის ხმაზედა.
ტოროლა თითქოს ჰლოცავდა,
დასტრილებდა თავზედა;
კაჭკაჭიც გარსა უვლიდა,
თალხები ეცვა ტანზედა:

- “ვუშველოთ რამე ობოლსა!”
ჭრილებს, შველა სწადიან.
“ვუშველოთ!” ყველა იძახის,
რაც მწერნი ადი-დადიან,
თუ ფრინველები მინდვრისა...
ვინ იცის, რასა სჩადიან!
საგრძნობი იგრძნო ყველამა,
“ვუშველოთ!” გაძახიან.
ბალახიც მინდორ-ველისა,
მწერნი და რანიც ჰყვავიან,
იქვე პატარა ნაკადიც
აშფოთებულა ძალიან.
- “შენი ვარ, თავს შემოგევლე,
სხვებისთვის არა მცალიან!” -

ნუგეშებდა ობოლსა,
მირაკრაკებდა ველადა.
მთელი ბუნება ხელებს ჰშლის
ჩაგრულის დასაცველადა.

საითღაც მოლოდნელად
რემიც გაჩნდა ხელადა,
რემი რქა-ბუდიანი,
პირმშოი შვილი მთებისა,
ლაღის ნივის მსუნთქველი
და მოტრფილე შვებისა.
ყურეთ ყელ-ყურ ლამაზსა,
ყურეთ რასა შვრებისა!
- “დამაცათ, მე გავუწი
მაგირობა დედისა!”

სთქვა. ობოლს ტახტად მიუძღვნა
ბორჯღი ტოტები რქებისა
და გატაცა მთისაკენ
მოძულებული ძმებისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026