kids.ge logo

მწყემსი ქალი

ფავორიტებში დამატება
დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,
ნეტავი გამაგებინა,
რა გესიზმრება, ღვთინო?!
მოფრენა უდაბურს ტყეში
ღამით რისაგან გრგენია?
ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს
ვეფხვი, დათვი, ან მგელია!
ფეხთ ქალამნები აცვია,
ტანთ კაბა გაცვეთილიო;
თავი უდვია მკლავზედა,
ჩანს თითები თლილიო…
თუმც დაღლილს დასძინებია,
მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.
ზურგზედა გუდა ჰკიდია,
თავით კობალი უძევსო.
ამ ტყის ანგელოზს გოგონას
ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.
საბთხილო კია ზეცაო,
შენ გევედრები ბეჩავი,
იმ დღიდან ამ დღემდისინა
მუდამ ვყოფილვარ ბედშავი:
მა გოგოს კალთა აფარო,
რიდო ყველა მას ავი.
თუ მის თვალები გაჰქრება
და სხივს არ მომაყრინო,
გულის წყლულს არ მომირჩენენ,
ნისლებს არ გადმიყრინო,
რაც ქვეყანაზე მიწაა,
სულამც მე მომაყრინო.
თქვენც გეხვეწებით, ხებო,
და შენც, მდინარევ ხმინო,
ე გოგო - ჩემი სიცოცხლე -
რაფრით დამიზინო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...ბაკური-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდ...მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...ხმა სამარიდამხმალი გალესე, ძმობილო, მტერი გადმოდგა მთაზედა; აგვიოხრებენ ქვეყანას, დაგვეცემიან თავზედა; გალესე, ისე გალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026