kids.ge logo

გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა

ფავორიტებში დამატება
გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს.
ნანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაგვსსად დაგიჩოქო, არაგვო, რომელ ტალღაზე გემთხვიო, თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე, სათავეს გადავეხვიო. შენი ნაპირის ლ...ნუ გეშინიანუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდე...არაგველებისიზმარში ვნახე, როგორც ცხადში, საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა; გალაღებული სახე მქონდა, გულით ვხარობდი, მ...ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ...ალბათ ხარობდა დედაი!სადღაც აქვეა სიკვდილი, როგორ ახლოა მიწა, არყოფნის გემებს მივკივი არარაობის ზღვიდან; ალბათ ხარობდა დედაი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026