kids.ge logo

როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა

ფავორიტებში დამატება
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მასის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!
არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,
არ დაჯერებ, არ დაჯერებ, არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

როს უბედურ მყოფს მე მოშორება
გონებამტაცის მშვენირების,
ვსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარების
და სევდა გლახ-გულს დამეფარება!
არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,
ხანცა ყოველს სულს ამხირულებს,
ხან სიკვდილს იწვევს, ხან შორით ოცნებს,
ხან ჰყვება სოფელს, ხან ცად მიფრინავს!
არ დაჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძია გ...სთანძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი, წაგართო ავის ენისა გესლმან; სატრფონი მისნი შემოგარენი გარდახვეწილსა დაგიხშო ...რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, რომ არ გემსჭვალვი...სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრადსულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად? მარქვი, რა უყავ, ...ჩონგურსშენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი, ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი, წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!...მერანიმირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026