kids.ge logo

ალექსანდრე ყაზბეგს

ფავორიტებში დამატება
შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
მოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
თხოვ, იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ, მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026