kids.ge logo

ჩონგურს

ფავორიტებში დამატება
შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი,
ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი,
წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!

ჰოი, ჩონგურო, ნეტავი ოდეს
ხმა მხირული შენგან მსმენოდეს,
რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი!

მაგრამ სად ვნახო შენი ღიმილი,
სიხარულითა გამოჩენილი?
მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავ......ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა,...მიყვარს თვალები მიბნედილებიმიყვარს თვალები მიბნედილები, ეშხისა ცეცხლით დაქანცულები; მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად განეწონვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026