kids.ge logo

ბედისწერის ცხენი

ფავორიტებში დამატება
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.
თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრილებს და გვატრილებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.
ბედისწერა ხარხარებს და ხარობს,
კარგად იცის, ვინა ვართ და რა ვართ,
ერთხელ უნდა მიწა ამოთხარონ,
თოკის ბოლო სამარისკენ გვწევს.
და ერთხელაც, გალევა თოკი,
ბედის ცხენით გაფრინდება სული,
გასრულდება დღენი ჩვენი ყოფის
და დადგება მარტობა სრული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიცოცხლის სიმღერაგული სიკეთით მოვქარგე, სული მაქვს ვარდთა მთოველი, სიყვარულს მეპირებიან გრძნობები დაუცხრომელი. მიხარის თქვ...ნუ გეშინიანუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდე...არაგველებისიზმარში ვნახე, როგორც ცხადში, საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა; გალაღებული სახე მქონდა, გულით ვხარობდი, მ...გაზაფხულზე, რომ გათბება მიწაგაზაფხულზე, რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ც...ალბათ ხარობდა დედაი!სადღაც აქვეა სიკვდილი, როგორ ახლოა მიწა, არყოფნის გემებს მივკივი არარაობის ზღვიდან; ალბათ ხარობდა დედაი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026