kids.ge logo

1871 წელი 23 მაისი

(კომუნის დაცემის დღე)

ფავორიტებში დამატება

ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი
დიდი დროშა დაშალა...
კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ
გი დროშა დასცა დაბლა.
კვლავ ეწამა მოყვასთათვის
საცარი იგი ერი,
კვლავ დაიდგა დიდ წამების
მან გვირგვინი მშვენიერი.
კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა
წმინდა სისხლი წამებულის,
კვლავ დამარცხდა დიდი საქმე
ყოვლად მხსნელის სიყვარულის.
კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება,
ქვეყნის ხსნად მოვლინებული,
რომლისთვისა თითონ ღმერთი
ყო ტანჯულ და ჯვარცმული.
კვლავ შეფერხდა ისტორია,
განახლების შესდგნენ ძალნი,
და კვლავ დღესასწალობენ
გამარჯვებულნი მტარვალნი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნანანანა, შვილო, ნანინა! ნეტა რამ შეგაშინა? რაზედ შეჰკრთი, მტირალნი რისთვის მომაპყარ თვალნი? ჯერეთ ხომ შენი ბ...დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...პოეტიმისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა; არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამ...გუთნის დედაერთს ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ, წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ. ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი, უსიხ...დაკარგული ედემივის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება; სადაც ბუნების თავის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026