kids.ge logo

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა

ფავორიტებში დამატება
დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
ღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.

ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
ღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

1871 წელი 23 მაისიტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა... კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა....სანთელივზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, რომელიც წეღან უხვად ნათელსა ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა და თვალ-წი...ქართვლის დედასაწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლეიბნიცი. ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულს...ნანანანა, შვილო, ნანინა! ნეტა რამ შეგაშინა? რაზედ შეჰკრთი, მტირალნი რისთვის მომაპყარ თვალნი? ჯერეთ ხომ შენი ბ...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026