kids.ge logo

გუთნის დედა

”გადი-გამოდი, გუთანო, ღირღიტავ, ბანი უთხარო”.

ფავორიტებში დამატება
ერთს ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ.
ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი,
სიხარულოდ დავლიოთ დღენი,
ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ
და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი:
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,
რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით;
შენებრ მეც მელის მიწა ვით მსხვერპლსა,
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი?!.
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება...
რად მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
ბა, რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას?
მე ჩემის ჭირის, ჩემის წუხილის,
ჩემის კაცობის გულის დუღილის
სიტყვანი გულში მებადებიან,
მაგრამ გულშივე უხმოდ ჰკვდებიან.
შენ ვერ გაგებ მეტყველის ტანჯვას,
როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლავს!..
აქ, მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი.
მაშ, რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა
და გატანე გუთანი ბოლოს,
ნუ უღალატებ ძველს ამხანაგსა,
ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...დაკარგული ედემივის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება; სადაც ბუნების თავის...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026