kids.ge logo

მწუხარება

ფავორიტებში დამატება
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარების წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.
სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემს გვამსა ზედ-გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.
სე უწყალოდ განწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...ბედნიერი ერიჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივა...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026