kids.ge logo

იანიჩარი

ფავორიტებში დამატება
გერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,
შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა...
მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,
მასზედ ჰზის ივერილი ჭაბუკი ვინმე ჩაქი.
გერ უეცრად რაღაცამ ჰაერში გაიკრილა,
თურმე, მან თოფი თავისი შეაგდო, შეატრილა,
მერე ლამაზად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გადმოწვებოდა,
ხან ცხენიდამა ხტებოდა, ხან ზედვე შეჰფრინდებოდა.
შვენოდა იგი ჭაბუკი ცხენზედა, ვით ალვა რგული,
მაგრამ მე, მის მჭვრეტელს, ნაღვლით ამერია სული, გული...
ვსთქვი თუ, ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვის იჩენ სიმარდესა?
შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა?
შენს სიმარდეს, სიჩაქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,
მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუშა«В труде проходит жизнь его И не приносит ничего». I გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ მე ჩამივლია......მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...ალექსანდრე ჭავჭავაძეЕго стихов пленительная сладостъ Пройдет веков завистливую далъ. პუშკინი. მისი ლექსი შვებით, ლხენით ხან მ...ღამეროცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მისწყდება და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი, როს მძინარ სოფელს კამარა ცი...დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიანდაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026