kids.ge logo

ციური ხმები

ფავორიტებში დამატება
ციურნი ხმები —
ეგ საკვირვლები,
როს მომესმიან,
მსწრაფლ მომითხრობენ,
სადამ სრბიან
და სად სცხოვრობენ,
და ნელს სიხარულს
მიგალობებენ.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!
მეც ქვეყნის ხმითა,
ხმით ცოდვილითა,
მათ ვაძლევ ბანსა, —
და მშვიდობასა,
აღტაცებასა
ჰგრძნობს ჩემი გული
და შევჭვრეტ ცასა
განცვიფრებული.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალაზანსსიჭაბუკისა ყვავილი დამიჭკნო ჟამთა დენამა, ნდომა მომაკლო, დამიგდო სასაპყროდ გული რბენამა. საბა ორბელიანი. ...ყვარლის მთებსსამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან...კ. ბ. მ - სასნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას, რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის სულის ს...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026