kids.ge logo

პოეტი

ფავორიტებში დამატება

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
რა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
რის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სანთელივზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, რომელიც წეღან უხვად ნათელსა ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა და თვალ-წი...ხმა გულისაჩუმ მაღნარშია წამოწოლილი ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი, და საიდღამაც ნაზი ბულბული სტვენდა სიყვარულს გა...იანიჩარიაგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა, შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა... მიჰქრის, მი...მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარულიმას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება! შენს ძარღვის ცემას მე ყ...ციური ხმებიციურნი ხმები — ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026