kids.ge logo

ტასო ვარ თუ პეპი?!

ფავორიტებში დამატება
პეპის თუ მეძახიან,
ტასო რაღას დამარქვეს,
დოლს ნუ უბრახუნებო,
ჰოდა, ლამის წამართვეს.

რომ იცოდეთ, ეს დოლი
გუშინ მამამ მიყიდა.
კი არ დავაბრახუნებ,
კლიპს ვამზადებ დილიდან.

თქვენ კი სულ არ მიჯერებთ,
სიმღერესაც მიწუნებთ,..
თქვენი შიშით ოდნავაც
ვეღარ დავიწუწუნებ?!

ბარემ, მტრედის ბუდეში
მათვლევინეთ ხუნდები,
გრძელი წინდაც ჩამაცვით,
მაწვევინეთ გუფთები.

პეპი ნუღარ გგონივართ,
თორემ გაგიბრაზდებით,
ავდგები და პეპისთან
მართლა გავიპარები...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *საწნახელში ნიკა დგას, ფეხის წურავს რქაწითელს, ანდრო ტკბილი ბადაგის ქვევრში ჩასხმას დაიწყებს. ბებო ავლებს ...„დიპლომატი“აქ სანდრიკას მეძახიან, მოსკოვში კი - სანიას, გვარი კიდევ ორმაგი მაქვს, ყველას უკვირს ძალიან. მამაჩემი რუს...მეკვლე ვარ!..თოვლი მოსულა ქათქათა, მთა-ბარი დაუბარდნია, მეკვლე ვარ, - ვარსკვლავბიჭუნა, ახალი წელიწადია! ციდან ეშვება ფ...უშგულელი თოვლის ბაბუჭრელ ხურჯინში უამრავი საჩუქრები ჩაუწყვია, უშგულელი თოვლის ბაბუ რა კეთილი, რა უხვია. თეთრ ცხენს ისე მოაგელ...მტრედიბაბუმ მტრედი მოიყვანა თეთრი, წითელფეხება, მერე მისთვის სარდაფში გალიაც კი ეძება. თათიამ და სალომემ უმალ ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026