kids.ge logo

ალუბალი

ფავორიტებში დამატება
ლოყებდაბრაწულ ალუბლებს შეექმნათ ერთი აბავი,
თითქოს მზეს შემოეთვალა სიტყვები შუქის სადარი:
სითბოს გიგზავნით მარცვლებო,
ლოყა შეივსეთ ბადაგით,
ხვალისთვის სოფლის პატარებს
გახალისებთ ბარაქით.
ხვალეც გათენდა, გაღო მზემ განთიდის სარკმელი,
ბავშვებიც წამოახტუნა, გახალისა საგები.
მაგრამ დახედეთ რა ხდება,
რა ხმა მოისმის ბაღიდან?
ჩიტუნებს გაღვიძებიათ,
არ დაუცდიათ მზისთვისა,
შემსხდარან, შექუჩებულან, ჩამოხუნძლავთ ტოტები,
ლუბლებს ატბარუნებენ, თანაც ლაღობენ მოლხენით.
მზეს მადლს უქებენ გულწრფელად,
ჟღურტულით ეტკბილხმებიან,
ლუბლებს გულებს ართმევენ,
ერთმანეთ ესიტყვებიან:
სოფლის ბავშვებსაც ვაწილოთ, ისინიც ელოდებიან!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026