kids.ge logo

ეტრფის მთიებსა

ფავორიტებში დამატება
ეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი;
წყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი;
სული რბის სწრაფით მის-კერძ სრბოლით, სევდალ-ჭურვილი;
თვალნი ვერა სჭვრეტს; ხამს, დაბნელდეს ბინდ-მობურვილი,
თუ დავალებულს გულსა შეხვდეს მისი წყურვილი!
სცვენ ჰინდთა ჯარნი დარაზმულნი ბროლისა ველსა,
მუნიდგან ისრის გამტყორცელნი დაჰკოდენ ხელსა;
ვარდი, ზამბახთა შერელი, ნამსა სცვრის თხელსა;
სადაფნი ძოწსა მოზღუდავს გონება-ქველსა;
განვჰკრთი მჭვრეტელი, თავ-რეტებად მინაწურვილი!
ტან-ნაკვეთ სრულო, ალვად გულო, შაშპრა-სოსანო,
ნარდო-ზმირინო, ხმა-სირინო, ამოდ-ხმოსანო,
ზილფო-კასიავ, ნამკ-სასიავ-კინამოსანო,
დათხზულ-დალალო, ბროლ-და-ლალო უფასოსანო,
შენსა ვერ მჭვრეტსა თვალთა სდიან ცრემლი-წურვილი!
მეყნოსა ოდეს სურნელება თმისა შენისა,
მყისვე გაცუდდეს მრავლადობა ჩემის სენისა;
მოდ და წყნარად სიტყვა მესმა მზისა ენისა,
შევსვი შარბათი ბაგეთაგან არ საწყენისა;
მისთვის შემექმნა გული მუნვე მინაშურვილი!
ჰე, გულო კრულო, ისარ-კრულო, ბედსა ხარ მწარეს!
გიხმს, თავო ზღვათა შესართავო, რბოდე მისს არეს!
ღარიბად ვლიდე, კართა სცვიდე, თუ შეგიწყნარეს,
სადა ჰინდოთა ბნელ-ბინდოთა სათნი შესარეს,
მონებდე ხლებით, მისსა თნებით, სტრფოდე ურვილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...მოით მიჯნურნომოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი! ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი! აწ მნახეთ ...მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...იადონს ის ევარდაიადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!" შავმან შაშვმან ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026