kids.ge logo

რხევით ნაზო

ფავორიტებში დამატება
რხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა,
ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე;
მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე,
მიჯნურსა ჰსწვამს სათის ინდი ის-არე!

დემს ვარდი აღნაზარდი არია,
მჭვრეტელთათვის გიშრის ტბანი არია;
ტრფიალთ დაჰკოდს, სისხლის ზღვითა არია;
სუნთქმა, ოხვრა შამ-გლახ გულსა ის-არე!

ვარდი კრძალვიდ არ იშიშვის არადა,
არშიყს ათრობს, არას უძღვნის არადა,
ცრემლის ღვართან, მის წინაშე არადა,
გრძნებულს ჰსჩაგრავს, ეშხით ჰსდაგავს ის-არე!
ვარდო, ბრძანე: ვით შეგამკო დარითა?
მზეო, სხივი მცირე მფინე დარითა!
ნუ თუ დამგმო ნაცვლად სხვათა დარითა?
ბესიკ ფიცხლავ ტრფობა გულსა ვისარე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...შევკრთი, როს ვნახეშევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026