kids.ge logo

მირიან ბატონიშვილს

პირველი

ფავორიტებში დამატება
კრემენჩუკს გრიგოლ უწოდა
სახელად: "სახლო უკარო".
მენიშნა, დავრთე ნებანი,
თანხმობით თავი უკარო.
ყოვლის სოფლისა დესპანნი
აქ ყრია განაფხუკარო.
დაბმულთა ღორთა გვამსგავსებთ,
რომ გვნახოთ განატრუკარო!

„აოს თეოს, აიოს“, -
მას ხშირად ხმობს გაოს;
სტეფანა უტირაცუებს,
შეწყობს ტაღის ხმაოს;
მაორს ზილი წილად ხვდა,
სულით სულის დგმაოს;
ბასისტად მანუჩარ გვრგვინავს
ყვავის ხმით, „ვალალ ვაიოს.“

რანით ელჩი ამაყი
აწ თუ არ იცით ვითაო!
მიმოდაწრწინით იბღუნძვის
ქურთუკის კუდის გვითაო.
დარბანდით მირზა-სადუნი
მალ-მალ ვლის ალთაფითაო;
მარცხენა წვივი გაუსქდა
ამ მყრალსა სიმსივნითაო.

ყაზი-ყუმუხის პოსლანიკთ,
ორთავე ბედით ალიათ,
შუღლი შეექნათ იფათ
ამ უბადრუკებს, მყრალიათ;
ყველა შეიქნა უეჭვად
თავისად დამაბრალიად;
ხინკალი შაქრად ეგონისთ,
ქუმელი ხოხბის ყალიად.

მე ჩემი რაღა მოგითხრა?
ვხი და მოგელის გულია;
თუმცა ვეღირსე ხილვასა,
თაყვანსა შეგზღვნის სულია!
პატავ, გებრალებოდე:
ხსნილდება, მანდ არს გულია!
რამდენჯერ დამი აღოს,
გახსოვდე დაკარგულია!

სე ასეთი მით გკადრეთ,
თქვენც გტყორცოთ ელისაბედით;
მის მეტს რაღას დავკვესდით,
მ[ი]ყვენით ძველის აბედით!
ვთქვით: "თავი აღარ ვაწყინოთ,
მეტი რამცა ვინ გავბედით?"
კრულმცა[ა] ამა ქალაქსა
მომსვლელი თავით და ბედით!

გიორგი, გრიგოლ,
ერთად თავლიგოლ;
გლახა, თამაზა,
ერთ-ორ ლამაზა;
გოგი და ციბა,
სხვას არ დავეძებ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რხევით ნაზორხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა, ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე; მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე, მი...მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...მე სული ჩემი ფეშქაშადმე სული ჩემი ფეშქაშად შენთვისცა შემიწირია. შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე მაქვს გასატანი პირია. დაო, შენც იცი...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026