kids.ge logo

მრწამს, მარად მიწამებია

ფავორიტებში დამატება
მრწამს, მარად მიწამები
მუდმივ სიცოცხლე სულისა,
კარგისა, ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა.
მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა
ქარმ რო გაფანტოს ხმელადა,
თითოში მაინც ენთება
ტიალ-სურვილი ცხელადა,
ვის მჩაგრავად, კეთილის
მუდამ იქნება მცველადა,
ბეჩავის, გაჭირებულის
მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,
თან დააქვს ძველის-ძველადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026