kids.ge logo

სვისადმი

ფავორიტებში დამატება
სახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო,
მბრუნაო დღეო!
ნივთოს პირით გზათ გარდამხვეო,
მხიბლაო მწეო!
მიმდომთა შენთა ზე-აღმაზეო
და წამს და-ქვეო!
დიდგვარ დიდ საქმეთ სხვებრ შემარხეო,
ქვე დამნარცხეო!

ახ მე და ვახ მე.
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

დეს მიძღვი ცად, მოგაჭდობ ხელთა,
შთამაგდებ ხვრელთა!
აწ აღარ გენდო, ვით მწყემსი მგელთა
რაბიელთა?
ნუმცა ვართ შენდა თვე, კვირა, წელთა,
ნუმც წყალთა ხმელთა!
სვე, შენდა შენთა ეგრე დამწვრთელთა
სარგანი ხელთა!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი,
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენს სახეს ნახეს წინათ ბრძენთ მამათ,
ვითარ შვენდა მათ:
ფასიცა დაგდევს; გთქვეს წამის წამად;
გვიჩვენებს გზა მათ.
ქურდო ვაჭარო! ერთს ყიდი ამად,
არ ღირდეს დრამად!
ყანდებრ გვაგემებ, თუ გვნახე ხამად,
ბოლოდ ხარ შხამად!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენსა ცას ასხენ ვარსკვლავნი შავნი,
მით არ სჩან მავნი!
შენს მზეს და მთვარეს აქვან იგავნი
ბნელთ მობაძავნი!
მად დაგშორდი, არ მინდეს ზავნი
შენგან საცავნი,
რომე მაქვს შენგან ზღვათ შესართავნი
ცრემლნი ნართავნი!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოგშორდი სულსამოგშორდი სულსა აღნაგ-შემკულსა, ბრძენ-განკაზმულსა, ანდამატ-გულსა, ჩემთვის მოსრულსა, გონება-სრულსა!...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...რხევით ნაზორხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა, ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე; მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე, მი...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...შევკრთი, როს ვნახეშევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026