kids.ge logo

შევკრთი, როს ვნახე

ფავორიტებში დამატება
შევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე,
სად ვარდი შლილა და შვენის არე,
სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ.
დავბრუნდი ჭმუნვით, დავშთი მგლომარე.

მთიბო, შენ გიშრის თვალსადა,
კეკლუცთა მიმოსვლა სადა,
ტკბილად უბნობა სადა;
ვით მიუცი-ვარ წვასადა!

თმენით მტანჯვენ, თუცა მდაგვენ, ვით მე მალხენენ.
მსურს, მინდა ვაქო, მუდამ ბულბული,
შეყრობით ვარდთან ხმით დადაგული,
ჰყეფს გადაგებით, შლით ვერ ნახული;
ღამე მკლავს ოხვრა, დღენი აქვს მწარე.

ნარგიზნი ჰგრძნობენ, - ვარდის ქებითა
სამან ოხრავს მწუხარებითა;
ზამბახნი შლილან გარსა კრებითა.
მეც ან მიმსურნე, ან გამატარე!

რადგან შევიქენ, მონა ვარ მარად,
მიმართებს მოვსთქვა ლექსი ამ გვარად:
ესდენი ტანჯვა მაკმარე მწყნარად,
ბესიკი ერთ მცირედს მეც დამადარე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასაშემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026