kids.ge logo

ტანო ტატანო

ფავორიტებში დამატება
ტანო ტატანო, გულწამტანო,
ცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
მარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
დეს გნახვიდი, შევიმატნი
თასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
ცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გილერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
შენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...მნათობთადმიჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო: რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო, ან არ კეკლუცნი ...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026