kids.ge logo

მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა

ფავორიტებში დამატება
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!
მე განგიცხადებ დანამალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,
ხელი რად მიჰყავ ძნელსა ვალებსა?
რად მიჰყევ სხვათა ჭკუა-მთვრალებსა,
ნებით მოშორდი მისათვალებსა?
არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,
თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?

რადგან ძლეულ-ხარ შენისა ნებით,
თავს რაღად მართლობ თანის-თანებით?
ან რას იყოვნი ჟამსა ხანებით?
რას ინუგეშებ ცრემლსა ბანებით?
ხელი აღევ მაგ სავანებით,
შემწე იძიე ბანის-ბანებით!
აგრე ვერ მომკი ვარდსა ყანებით!
რად გულს განიწონ საკვდად დანებით?
სხვას გირჩევ გზასა და სხვას ძალებსა!

მივედ, ყარიბო, უთხარ ბულბულსა,
მას შვენიერსა, ტკბილ-ხმა უსულსა:
შეგამუდარებს ქველსა სუმბულსა,
სიტყვას დაფენს, ვითა ბუმბულსა;
შუა შემოვლენ, შეუქმენ გულსა,
ვარდ-თანა მივლენ კარ-დარაზულსა,
მოახსენებენ მაგ შენსა წყლულსა;
ვიცი, გიხსნიან ბედითა კრულსა!
მაგრა გახსოვდეს გულსა სალებსა!

თუ ნახო ვარდის კარნი ღინი,
ან მოგეგებნენ ნაზნი ინი,
ჩემ მაგირად იგი ჭკვინი
ნარგიზი ნახე, ქცევა-მზინი;
ესრე უამბე: იყავ სვინი,
ნუ სად ვვლიდე კეთილ-გზინი?
ვარდი მიკითხე, აგრევ ინი,
მეცა გახსოვდე მცირე დღინი,
მომიგონებდე ფერ-ნამკრთალებსა!

გარდმოტევე თვალთა მდინარე,
პირველად ჩემგან გულ-მომდინარე.
სალამი ჰკადრე არ საწყინარე,
ეს შენათვალი მიწინარე;
მეცა ვიყავ-თქო თავ-საჩინარე,
ადგილი მქონდა დასაბინარე!
გირჩევ შეგბრალდეს გულ-ნამტკინარე,
აწ შეწყალე ანამტინარე!
მანტორ გაბრალებ ფესვით ბრჭალებსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...ანბანთ-ქებაარს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, იალ კმობით, ლალ-მინობით, ნებ-ორბობით პირ-ჟირობი...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026