kids.ge logo

შენმა სურვილმა დამლია

ფავორიტებში დამატება
შენმა სურვილმა დამლია,
შენზედ ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა.
მაცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა.
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზედ მობმულო ღვიძლადა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ათასად კაცი დაფასდაათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა. თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა....ნუ იამაყებნუ იამაყებ, თუნდ იყო ცხრა თავი ბაყბაყ-დევია, ნუ იტყვი, ის რას დამაკლებს, მე ვარო მძლეთა მძლევია. გახსოვდე...გადაიარე, ღრუბელოგადაიარე, ღრუბელო, ნუ მაიყოლებ ავსაო, მთის პირთ მდგომარე მეცხვარეს, ნუ უზარალებ ცხვარსაო. წელზე არღვევდა ...ქართველო, ხელი ხმალს იკარქართველო,ხელი ხმარს იკარ, გათენდა დღე დიდებისა, თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა. მამულის დახსნის...გულსა მომაწვა ვარამიგულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026