kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

თეთრად გადახატულა
ბაღში ჩვენი ხეხილი,
დარბის ფისო ხატული,
გადათელა ჯეჯილი.

აგერ, ბაბუ ფუსფუსებს, 
ვაზის ძირებს დასცქერის,
ბებო ამბარს მიადგა
გობითა და საცერით.

ბაბუს ჭიგოს მივაწვდი,
გუშუნ მისთვის გავთალე,
ბებოსათვის ვიქნები
ხელჯოხი და სათვალე...

სოფლად უცებ ღამდება,
შრომაში და თამაშში, 
არ გეწყინოთ დედიკო, 
ვერ წამოვალ ქალაქში!

მალე დიდი გავხდები,
ერთ შვილს არ დავჯერდებით,
თქვენთან გამოვაგზავნი,
როცა დამიბერდებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *არჩევანი, არადანი, კინკლაობენ ძმები, -ჩვენ ვიქნებით გამჭრელები, -კარში ჩვენ ჩავდგებით! როგორც იქნა შეადგი...ძამიკოდედას ბავშვი ასტკივდა მუცელში რომ უზის, ოთარიკო მიყიდეს მე მშობლებმა გუშინ. ფასზე ვეღარ შეთანხმდნენ მთელი...ქოლგა-ჯოხიბებოს ძველი ქოლგა კარადაზე მოსთქვამს: -დავიღალე გდგებით, დამასველეთ, ვკვდები! მომენატრა წვიმა, ონავარი ქა...ნაჩუქარი ცხენინინიკო და გიორგი დავობენ და როგორ: -ხომ მაჩუქე ეს კევი რატომ მართმევ გოგო?! დედამ უთხრა:-ნინიკო რომ აჩუქე...ზამთარიაცივდაო, დედიკომ, დამიმატა სამოსი, მცხელა, მცხელა შუბლიდან სიმწრისოფლი ჩამომდის... გარეთ ქარი მბრძანებლობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026