kids.ge logo

პატარა ბიჭის ნატვრა

ფავორიტებში დამატება

სამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს,
შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს!
და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს,
რომ ცხინვალი არის საქართველო !
სანადიმოდ აფხაზეთში წავალ-
გადავივლი ცხრა მთასა და მდელოს.
ბავშვობიდან ჩავუნერდოთ ყველას,
რომ სოხუმი არის საქართველო !
სიყვარულით კვლავ გავითბობთ გულებს
არ გვჭირდება საზღვარი და ხაზი.
ერთინი საქართველოს ზეცას
დამილოცავს ოსიც და აფხაზიც.
მონატრებულს დაგიკოცნი მიწას.
კაცს ვერ ვიტან ორგულსა და ორპირს.
საქართველოს დროშას გავშლი მალე
და ცხინვალში გადავიხდი ქორწილს!!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *თუ გინდა, რომ პატივს გცემდეს, გაფასებდეს ირგვლივ ყველა. ნუ იქნები მატყუარა, ეშმაკი და გაიძვერა. დიდმა შოთ...დედიკონათუ როდისმე გაწყენინე ახლა ვითხოვ პატიებას. შენ შვილს ცუდი საქციელი ვიცი, არ მეპატიება. დღე და ღამე მარიგე...შემოდგომის ამინდიცა საავდროდ მოიღრუბლა, ქარიც დაქრის აშარი და დაჰყვება აღმა-დაღმა ხმელ ფოთოლთა ლაშქარი. მოირბინა ეზო-ეზო, ...პრანჭია გოგომაქვს ბევრი საყურე, ფერადი წკაპები. მძივები, ბეჭდები, ფრიალა კაბები. ლამაზი ჩანთები და “საპრანჭავები” ფერ...ზამთარინეტავ საიდან გაჩნდა ამდენი ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა. ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები და დედამიწას გადმოაყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026