kids.ge logo

მეც გამიშვით სკოლაში

ფავორიტებში დამატება

თვლაც ვიცი და ანგარიშიც
რასდროს არ მეშლება,
ხტუნვა_თამაშზე ფიქრებით
ხელი არ შემეშლება.

დილით ადრე წამოდგომა,
არც მე არ მეზარება,
ჩემი ჩანთის ჩალაგება
კი არ დამეზარება.

წიგნებიც და რველებიც,
კოხტად,სუფთად მექნება,
აჯა_ბაჯა ნახატებით
ერთიც არ აჭრელდება.

ჰოდა,ბარემ მეც გამიშვით,
იმ მადლიან სკოლაში,
ყველას უნდა გავაგონო,
სწავლა არის მოდაში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუწუნააწრუწუნდა წრუწუნა, არის კაი წუწუნა, სხვენში რასაც გადააწყდა, იწუნა და იწუნა. _ თხილ_ კაკალი ფშუტეაო, მკვა...მუსიკოსები ტყიდან__ მე დავიჭერ წინწილას, თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ. დოლი ერგოს დათვს, უბუთქუნებს თათს. მგელი ჩონგურს ჩამო...ბაჯბაჯა ბელიბაჯბაჯა ბელს რა უნდა? ერთი დიდი სკა უნდა! მძიმეა და ძვრა უნდა, ბელს კი გარჯა არ უნდა. მაგრამ თაფლი ხომ უნ...ორი დათვიერთხელ ორი დათუნია, დილით ადრე ადგა, მინდორში გაბაჯბაჯება გადაწყვიტეს რახან. სულ დუდუნით გაუყვნენ გზას, ა...დღეობა აქვს მაჩვსდღეობა აქვს მაჩვს, ვერ ასვენებს თათს — უსაჩუქროდ არ მოხვიდე! უმესიჯებს თახვს. — ტორს ტორტი გა...
„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნინო მზესელის ლექსი „მეც გამიშვით სკოლაში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026