kids.ge logo

ყაყაჩო და დალი

ფავორიტებში დამატება

გათენდაო! - ყაყაჩომაც
გახილა თვალი...
დილაა და... სკოლისაკენ
მიცუნცულებს დალი...
პაწაწინა,
ცეროდენა,
ცუგრუმელა ქალი.
ღობე-ღობე ჩურჩულებენ
ჭადარი და ქარი.
ჩურჩულებენ
ვინ ჯობია -
ყაყაჩო თუ დალი.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026